ფონდი აცხადებს კონკურსს 2023 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია მეცნიერებაში გასაკუთრებული მიღწევებისათვის
კონკურსის აბრევიატურა RA
კონკურსის მიზანი
ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარების და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.
საპროექტო განაცხადი ტიპი ინდივიდუალური
კონკურსის ადმინისტრირება
2023 წლის 26 ივნისიდან 14 ივლისის 18:00 საათამდე – საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2023 წლის 18 ივლისის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
ივლისი-აგვისტო - ტექნიკური ექსპერტიზა, განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
აგვისტო - შუალედური შედეგების გამოქვეყნება, ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
აგვისტო - შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და გამარჯვებული კანდიდატების დამტკიცებას გენერალური დირექტორის მიერ.
ჯგუფური კონსულტაციები:
3 ივლისი – 16:00 საათი - საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე : https://us05web.zoom.us/j/6961793537?pwd=TDRJRUtjRUlOcmkxMG1RdDQ2a1QxZz09
10 ივლისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 26 ივნისის N103 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის წესი - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 ივსება GMUS-ში
- სამოტივაციო წერილი - დანართი 3
- სამეცნიერო ნაშრომები - დანართი 4
- პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 5,ივსება GMUS-ში
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 6, გენერირდება GMUS-ში
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
დამხმარე მასალები
კონკურსის პრეზენტაცია
ხშირად დასმული შეკითხვები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის წესს და შესაბამის დანართებს;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ra@rustaveli.org.ge10/07/2023-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორები:
ეკატერინე მიქაუტაძე - 591017610 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)
საკონტაქტო ინფორმაცია: ra@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!