ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსს
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
(საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;
ბ) დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2023 წლის 1 ივნისიდან - 30 ნოემბრის პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;
კონკურსის წინაპირობები:
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ დოკუმენტებში:
- მინისტრის ბრძანება
- ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
- N35 ბრძანებაში ცვლილება
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს
DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში.
ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:
ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2)
გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3)
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
კონკურსის გამოცხადება: 15 მარტი
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები:
20 მარტს, 16:00 საათზე (zoom-ის ბმული ორშაბათს დილით დაიდება)
21 მარტს, 16:00 საათზე
ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში;
DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 აპრილი, 2023 / 23.00 სთ
ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 აპრილი, 16:00 საათის ჩათვლით;
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:
DAAD საქართველო / თბილისის რეგიონული ოფისი:
ნინო ანთაძე
თამარ ლაცაბიძე
ტელ.: 2 920 926
info@daad-georgia.org
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს:
რუსუდან ჯობავა
599 215490 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში).
მარიამ მოსიაშვილი
599 521060 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში).
daad@rustaveli.org.ge
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!