2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 180 საპროექტო განაცხადი. ფონდის კანცელარიაში, ვადების დაცვით (10/07/2023, 16:00 სთ.) „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შემოვიდა 175 პროექტზე.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 169 პროექტი.
იხილეთ 2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 31 ივლისის ბრძანება N124