2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შუალედური შედეგები!
2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 463 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 440 პროექტი.
იხილეთ 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 22 მაისის N79 ბრძანება.