2023 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები
გამოცხადდა 2023 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.
იხილეთ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი პროექტების შეფასებები.
მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობაა პროექტის შეფასების პირველ ეტაპზე 36 მაქსიმალური ქულიდან 25 ან მეტი ქულის მიღება.
პროექტების შეფასების ხილვა შესაძლებელია GMUS-ში, 7 აგვისტოდან.
შეფასების მეორე ეტაპზე დაშვებული პროექტების ხელმძღვანელები საკონკურსო კომისიის წინაშე 8 და 9 აგვისტოს წარადგენენ პრეზენტაციებს.
განრიგის შესახებ გაცნობებთ ინდივიდუალურად.
გისურვებთ წარმატებას!