2023 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პირველი ეტაპის შედეგები
25 აპრილს გამოცხადდა 2023 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებისა და ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 25 აპრილის №64 ბრძანების საფუძველზე.
შეფასების პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისიამ შეაფასა პროექტები.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლისათვის აუცილებელი პირობა იყო პროექტის შეფასების პირველ ეტაპზე 25 მაქსიმალური ქულიდან 17 ან მეტი ქულის მიღება.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 14 პროექტი.
შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელები 30 ივნისს საკონკურსო კომისიის წინაშე წარადგენენ პრეზენტაციებს.
გისურვებთ წარმატებას!