ფონდი აცხადებს 2024 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა SPG
კონურსის მიზანი
კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური, ჯგუფური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2024 წლის 16 ივლისიდან 5 აგვისტოს 18:00 საათამდე - პროექტის რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
2024 წლის 7 აგვისტოს 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;
აგვისტო-სექტემბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
სექტემბერი-ოქტომბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
ოქტომბერი-ნოემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
ნოემბერი-დეკემბერი - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები:
19 ივლისი, 11:00 სთ - შეხვედრის ბმული
31 ივლისი, 11:00 სთ - შეხვედრის ბმული
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის №201/ნ ბრძანება
სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 15 ივლისის N111 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები (დანართი N1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (ივსება GMUS-ში)
- საპროექტო წინადადება (დანართი N3)
- პროფესიული ბიოგრაფია (ივსება GMUS-ში და შემდეგ გენერირდება)
- პროექტის გეგმა-გრაფიკი (ივსება GMUS-ში)
- პროექტის ბიუჯეტი/ბიუჯეტის დასაბუთება (ჯგუფური პროექტებისთვის) (ივსება GMUS-ში)
- პროექტის ბიუჯეტი/ბიუჯეტის დასაბუთება (ინსტიტუციური პროექტებისთვის) (ივსება GMUS-ში)
- კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი N8 GEO/ENG)
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი N9 GEO/ENG)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი N10)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან
- კონკურსის საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია (დანართი 13)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 2 აგვისტოს ჩათვლით ელ. ფოსტაზე spg@rustaveli.org.ge
ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კონკურსის კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
+(995 32) 2 200 220 (44 02)
ელექტრონული ფოსტა: spg@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!