ფონდი აცხადებს 2024 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ სამეცნიერო კვლევით საგრანტო კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო -კვლევითი საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: SL
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ენის დაცვას, განვითარებას, სრულფასოვან ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას.
დაფინანსებული სამეცნიერო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ენის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სტანდარტიზაცია (ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის განახლება; სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციისათვის ელექტრონული რესურსების შექმნა); ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენების დოკუმენტირება; ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნა; ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება; სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვა ინტერნეტ სივრცეში, ქართულენოვანი ინტერნეტის განვითარება; ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაცია.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები:
კონკურსში მონაწილეობისა და გრანტის მიღების უფლება აქვს ძირითად პერსონალს წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციასთან ერთად. ძირითადი პერსონალი წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის ხელმძღვანელით, თანახელმძღვანელით (თანამონაწილე ორგანიზაციის არსებობის შემთხვევაში) და მკვლევრებით.
ძირითადი პერსონალის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ახალგაზრდა მეცნიერი – ფიზიკური პირი, რომელიც არის დოქტორანტურის ან მაგისტრატურის სტუდენტი, ან რომელსაც აქვს დოქტორის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი და აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი; ბაკალავრი კომპიუტერულ და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არ განიხილება როგორც ახალგაზრდა მეცნიერი.
პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ფონდთან ერთად აფინანსებს კვლევით პროექტს.
პროექტის განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დამატებით სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (გარდა წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციისა).
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 12 თვეს.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.
პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება – ჯამში არაუმეტეს 50 000 ლარისა;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება – ჯამში არაუმეტეს 5 000 ლარისა;
გ) მივლინება;
დ) საქონელი და მომსახურება;
ე) არაფინანსური აქტივები;
ვ) ზედნადები ხარჯები – წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 5%-ს.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 4 სექტემბრიდან - 7 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე;
ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - 13 და 20 სექტემბერი 15:00 საათი, კონსულტაციებზე დასასწრებად გადადით ბმულზე;
ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 სექტემბერი;
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 11 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე;
კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზა - ოქტომბერი;
შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - ოქტომბერი-ნოემბერი;
კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება, და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა კომისიის მიერ - ნოემბერი;
დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - ნოემბერი;
საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - ნოემბერი-დეკემბერი.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 ივნისის №74/ნ ბრძანება;
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 3 სექტემბრის № 131 ბრძანება.
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
- პირობები - დანართი №1;
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი №2, ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება - დანართი №3
- პროფესიული ბიოგრაფია - CV (GEO/ENG) - დანართი №4
- პროექტის გეგმა-გრაფიკი - (დანართი №5) - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №6) - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - (GEO/ENG) - დანართი № 7
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი №8
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი №9, გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი - დანართი №10
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული:
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია, დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე SL@rustaveli.org.ge
კოორდინატორები:
მირანდა თედეშვილი - +(995 32) 2 200 220 (4012)
ნათელა პაპავა - +(995 32) 2 200 220 (4406)
იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: SL@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებას!