ფონდი აცხადებს 2024 წლის „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა MS
კონკურსის მიზანი
საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო კვლევების სტიმულირება, საჯარო სკოლების უფროსკლასელებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად, მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის, სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, გაზარდოს მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებისადმი.
კონკურსის ადმინისტრირება
2024 წლის 16 აპრილი - 10 მაისი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2024 წლის 15 მაისი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
მაისი-ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა, რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შუალედური შედეგების გამოქვეყნება, ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ივნისი - ივლისი პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ.
ჯგუფური კონსულტაციები:
22 აპრილი და 29 აპრილი – 16:00 საათი, დისტანციურად ონლაინ ფორმატში. კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე:
2 მაისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის №142/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 15 აპრილის N39 ბრძანება
- მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2)
- საპროექტო წინადადება (დანართი 3)
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 4)
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 5)
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 6)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი 8)
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 9)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 10)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ხშირად დასმული შეკითხვები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ms@rustaveli.org.ge 02/05/2024-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორები:
მარიამ ხურციძე - პროგრამული საკითხები
ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4409)
საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: ms@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!