2024 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების 2024 წლის „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირებული 13 პროექტი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 25 ივლისის ბრძანება N116-ით დამტკიცებულმა საკონკურსო კომისიამ.
კომისიამ პროექტები შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ნ ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 1 აგვისტოს ბრძანება N122 გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ და რანჟირებული სია.
კონკურსის მონაწილეებს განაცხადების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 5 აგვისტოდან გრანტების მართვის ერთიან ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში (GMUS)