შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ - საბოლოო შედეგები

 

2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - ,,ლეონარდო და ვინჩის“ - კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 პროექტი, რომელთა ავტორებიც საკონკურსო კომისიის წინაშე წარდგნენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებით.

 

კომისიამ კონკურსის ფინალზე წარმოდგენილი პროექტები შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 14 თებერვლის N8 ბრძანების მე-7 დანართის - კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების - შესაბამისად და გამოავლინა 2024 წლის კონკურსის გამარჯვებულები.

 

გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ:

შიფრი: Leo 4/10/24

პროექტის სახელწოდება: ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა

ქ. ბათუმის N6 საჯარო სკოლა, ა(ა)იპ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა

XI, XII კლასი

 

I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ:

შიფრი: Leo 6/10/24

პროექტის სახელწოდება: წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლა

XII კლასი

 

II ადგილისა და 3 000 ლარის მფლობელები გახდნენ:

შიფრი: Leo 22/09/24

პროექტის სახელწოდება: კოსმოსური დანიშნულების V კლასის მემბრანული კინემატიკური წყვილების დამზადების ტექნოლოგია

ქ. თბილისის N54 საჯარო სკოლა, სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

XI, XII კლასი

 

III ადგილისა და 2 000 ლარის მფლობელები გახდნენ:

შიფრი: Leo 29/10/24

პროექტის სახელწოდება: THE TATMAN

ქ. თბილისის N55 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის N171 საჯარო სკოლა, სკოლა ლიცეუმი "ფესვები"

X, XI კლასი

 

კონკურსის პირობების თანახმად, ჯგუფურად წარმოდგენილი პროექტების დაჯილდოების შემთხვევაში, შესაბამისი თანხა თანაბრად იყოფა ჯგუფის წევრებს შორის.

 

2024 წლის კონკურსის შედეგები - საინჟინრო და კვლევების მიმართულება

 

კონკურსის მონაწილეებს საკონკურსო ფინალის შეფასებები ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

გისურვებთ წარმატებებს!