შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2024 წლის “ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის” შედეგები

 

2024 წლის „ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე“ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) ვადების დაცვით (2024 წლის 12 დეკემბრის 16:00 საათი) დარეგისტრირდა 34 საპროექტო განაცხადი. ფონდის კანცელარიაში ვადების დაცვით (2024 წლის 26 დეკემბრის 16:00 საათი) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ წარმოადგინა 32 პროექტის ხელმძღვანელმა. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 29 პროექტი. 

 კონკურსში მონაწილე 29 პროექტი შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 27 სექტემბრის №153/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

 იხილეთ:

 აპლიკანტებს საკუთარი პროექტების  შეფასებების ნახვა შეეძლებათ 3 სამუშაო დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

 გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!