2024 წლის „სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის“ შედეგები
2024 წლის „სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ სამეცნიერო კვლევით საგრანტო კონკურსზე“ დარეგისტრირდა 13 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 13 პროექტი.
კონკურსში მონაწილე 13 პროექტი შეფასდა „სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 ივნისის №74/ნ ბრძანების 12 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
იხილეთ:
- ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 29 ნოემბრის №179 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
- შეფასებული პროექტების რანჟირებული სია.
აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შესახებ შეფასებების ნახვა შეეძლებათ 3 სამუშაო დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!