2024 წლის „საკონფერენციო გრანტების კონკურსის“ შედეგები
2024 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 65 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა).
ტექნიკური ექსპერტიზის შედეგები განიხილა საკონკურსო კომისიამ და საბოლოოდ, 61 პროექტი შეაფასა “საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებით დამტკიცებული „საკონფერენციო გრანტების კონკურსში შემოსული განაცხადების შეფასების კრიტერიუმების“ მიხედვით.
იხილეთ:
- ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის26 ივლისის №118 ბრძანება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ;
- შეფასებული პროექტების რანჟირებული სია;
- დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კომისიის მიერ კონკურსიდან მოხსნილი პროექტების სია
აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შესახებ შეფასებების ნახვა შეეძლებათ 2 სამუშაო დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!