2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები
კონკურსში წარდგენილი საკონკურსო განაცხადები ექსპერტთა კომისიამ შეაფასა 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დაწესებისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 1 მარტის N16 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის წესისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის N235ნ ბრძანების მე-15 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად.
იხილეთ:
ფონდის გენერალური დირექტორის 13 ივნისის N92 ბრძანება გამარჯვებული განაცხადების დამტკიცების შესახებ;
კონკურსის მონაწილეებს განაცხადების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 5 სამუშაო დღეში გრანტების მართვის ერთიან ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში (GMUS)