ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2024 წლის კონკურსის საბოლოო შედეგები
ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2024 წლის კონკურსის ფარგლებში შეფასდა 71 საკონკურსო განაცხადი სახელობითი სტიპენდიის კატეგორიების შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
- ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით - 14 საკონკურსო განაცხადი;
- ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია ინჟინერია და ტექნოლოგიების მიმართულებით - 6 საკონკურსო განაცხადი;
- ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით - 6 საკონკურსო განაცხადი;
- დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით - 8 საკონკურსო განაცხადი;
- დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით - 13 საკონკურსო განაცხადი;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით - 13 საკონკურსო განაცხადი;
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით - 11 საკონკურსო განაცხადი.
საკონკურსო კომისიამ კონკურსის ფარგლებში შეფასების ეტაპზე წარდგენილი განაცხადები შეაფასა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 20 აგვისტოს N129 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და გამოავლინა გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერი თითოეული სამეცნიერო მიმართულებით.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის №183 ბრძანება კონკურსის შედეგების შესახებ.
საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადების რანჟირებული სია.
საკონკურსო განაცხადების შეფასებების ხილვა შესაძლებელია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).