გამოცხადდა ”2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის“ შედეგები!
2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 146 პროექტი ფონდის კანცელარიაში, ვადების დაცვით (08/07/2024, 18:00 სთ.) „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შემოვიდა 136 პროექტზე.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 133 პროექტი.
კონკურსში მონაწილე 133 პროექტი შეფასდა დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ შეფასებებზე დაყრდნობით, გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა „2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 13 აგვისტოს N126 ბრძანების შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 39 პროექტი.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 30 ოქტომბრის N155 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს საკუთარი პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 31 ოქტომბრიდან გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ფონდის გენერალური დირექტორის N155 ბრძანების მიხედვით წარმოსადგენ ცნობაში „2024 წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტის აქტიური სტატუსის“ შესახებ აუცილებლად იყოს მითითებული სტუდენტის აქტიური სტატუსი!