გამოვლინდა 2024 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები
2024 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“ შემფასებელმა საკონკურსო კომისიამ განიხილა კონკურსის ფარგლებში შემოსული 54 პროექტი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის 2024 წლის 22 იანვრის №50313 ბრძანებით დამტკიცებული მე-3 ქვეპროგრამის მე-9 მუხლის თანახმად კონკურსის ჯამური ბიუჯეტი არის 1,500,000 ლარი.
საკონკურსო ბიუჯეტის გათვალისწინებით კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია 35 პროექტი. აქედან 25 პროექტისათვის მოხდა ბიუჯეტის კორექტირება კომისიის რეკომენდაციისა და პროექტის ავტორის თანხმობის საფუძველზე.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 13 ივნისის N94 ბრძანება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ.
პროექტის ავტორები საკუთარი პროექტების შესახებ შეფასებების ნახვას შეძლებენ 5 სამუშაო დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS