2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 146 პროექტი ფონდის კანცელარიაში, ვადების დაცვით (08/07/2024, 18:00 სთ.) „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შემოვიდა 136 პროექტზე.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 133 პროექტი.
იხილეთ 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 25 ივლისის ბრძანება N 115.