ფონდი აცხადებს 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით
აბრევიატურა WST
კონურსის მიზანი
კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს მათემატიკის მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.
საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2025 წლის 02 სექტემბრიდან 19 სექტემბრის 18:00 საათამდე - განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
2025 წლის 23 სექტემბრის 18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენა;
სექტემბერი-ოქტომბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ოქტომბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ;
ოქტომბერი/ნოემბერი - საკონკურსო განაცხადების შეფასება;
ოქტომბერი/ნოემბერი - გამარჯვებულის გამოვლენა.
ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა:
09 სექტემბერი; 16 სექტემბერი - 11:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 01 სექტემბერის N129 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები (დანართი N1)
- კრებსითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
- სამოტიცაციო წერილი (დანართი N3, იტვირთება GMUS-ში)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, გენერირდება GMUS-დან და იტვირთება რეგისტრაციისას)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე wst@rustaveli.org.ge
კონკურსის კოორდინატორი:
შორენა დარჩიაშვილი +(995 32) 2 200 220 (40 24)
თამარ ბოკუჩავა +(995 32) 2 200 220 (40 11)
ელექტრონული ფოსტა: wst@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!