ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსს მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის
კონკურსის აბრევიატურა RA
კონკურსის მიზანი
ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ადმინისტრირება
2025 წლის 14 აგვისტოდან 5 სექტემბრის 18:00 საათამდე – საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2025 წლის 10 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
სექტემბერი - საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა);
სექტემბერი-ოქტომბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების მოხსნის შესახებ;
ოქტომბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და გამარჯვებულების გამოვლენა;
ოქტომბერი-ნოემბერი - გამარჯვებული საკონკურსო განაცხადების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ;
ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები: 19 და 29 აგვისტო, 11:00 საათი (ბმული გამოქვეყნდება მოგვიანებით).
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 11 აგვისტოს N117 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის წესი - დანართი N1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ივსება GMUS-ში
- სამოტივაციო წერილი - დანართი N3
- პროფესიული ბიოგრაფია - გენერირდება GMUS-ის საშუალებით
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-ის საშუალებით
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის წესსა და შესაბამის დანართებს;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე ra@rustaveli.org.ge
კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: ra@rustaveli.org.ge
+(995 32) 2 200 220 (44 09)
გისურვებთ წარმატებებს!