შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2025 წლის კონკურსს!

კონკურსის სახელწოდება:

სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: RIM

 

კონკურსი მიზანი:

კონკურსის მიზანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით,  სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათ შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისათვის.

 

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ ლოტებში:

I ლოტი განსაკუთრებულად პრიორიტეტული კვლევებისათვის საჭირო დანადგარები, აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და მათი ცალკეული ნაწილები (150,000.00 ან მეტი ლარის ღირებულების);

II ლოტი ძვირადღირებული სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა (100,000.00-დან 149,999.00-მდე ლარის ღირებულების);

III ლოტი სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის შევსება, უცხოური ელექტრონული ლიტერატურის ბაზებზე წვდომა (არაუმეტეს 99,999.00 ლარის ღირებულების);

IV ლოტი რეაქტივები, რეაგენტები, ლაბორატორიული და საექსპერიმენტო სახარჯი მასალები (არაუმეტეს 25,000.00 ლარის ღირებულების);

V ლოტი კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები (მათ შორის საბიბლიოთეკო ქსელისათვის საჭირო ელექტრონული ბაზები), სკანერები, ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა, სხვა კომპიუტერული აპარატურა და აქსესუარები (არაუმეტეს 15,000.00 ლარის ღირებულების);

VI ლოტი ლიტერატურის შეძენა, თარგმნა, საავტორო უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს 10,000.00 ლარის ღირებულების).

 

პროექტების შეფასება:

პროექტების შეფასება განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ.

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • საპროექტო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 7 თებერვლიდან 26 თებერვლის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური კონსულტაცია  - 17 თებერვალი, 16:00-18:00 სთ, ფონდის საკონფერენციო დარბაზი (ფიზიკური შეხვედრა)
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2025 წლის 28 თებერვლის 16:00 საათამდე;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა, ხარვეზის დადგენა და ხარვეზის გამოსწორების ვადის განსაზღვრა - 2025 წლის მარტი;
  • საპროექტო განაცხადების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ 2025 წლის მარტი-აპრილი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის მაისი;
  • ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2025 წლის მაისი-ივნისი.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის №1676086 ბრძანებით დამტკიცებული სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის მე-3 ქვეპროგრამა.

ცვლილება მინისტრის N1676086 ბრძანებაში

ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 31 იანვრის №06 ბრძანება.

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები:

კონკურსის პირობები - დანართი 1

კრებსითი ინფორმაცია საპროექტო განაცხადის შესახებ და ბიუჯეტი - დანართი 2 (ნიმუში) - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს

საპროექტო წინადადება - დანართი 3

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 4 (ნიმუში), გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

საკონსულტაციო პრეზენტაცია 

 

კონკურსის კოორდინატორები:

  • დავით ჩიჩუა

ტელ.: +(995 32) 2 200 220 (4021)

ელ.ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge

  • ირინე კვირიკეიშვილი
  • მარიამ ბეციაშვილი

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!