შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი

 

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს

 კონკურსის აბრევიატურა:  UFG

 კონკურსის მიზანი :

 

  • საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და საფრანგეთს შორის;

 

  • სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების გავლის გზით საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მხარეთა ერთობლივი ჩართულობისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი:   ინდივიდუალური

 

 კონკურსის ძირითადი პირობები:

  1. პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2 თვეს.
  2. ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ დოქტორანტურის საფეხურზე სამი მიწვეული მკვლევრის სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში.
  3. პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას.
  4. მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მენტორის აყვანას, რომელიც იქნება შესაბამისი სფეროს მკვლევარი.
  5. კონკურსის დაფინანსებას უზრუნველყოფენ ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად.
  6. ერთი გამარჯვებული მიწვეული მკვლევრის დაფინანსება შეადგენს 2,100 (ორი ათას ასი) ევროს ეკვივალენტს ლარში.
  7. მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებლის, ავიაბილეთის (ორი მიმართულების) და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.

 

კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

 

ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 22 მაისი - 20 ივნისი 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge

 ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა – 2025 წლის 25 ივნისი 17:00 საათამდე.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №23/ნ

ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 22 მაისის N65 ბრძანება

ფონდსა და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმება (ქართული და ინგლისური)

 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:

 კონკურსის პირობები - (დანართი 1)

 კრებსითი ინფორმაცია - (დანართი 2, ივსება GMUS-ში)

 საპროექტო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენაზე  (დანართი 3)

 კონკურსში მონაწილის ბიოგრაფია (CV) ( დანართი 4, ავტომატურად გენერირდება GMUS-იდან)

 „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (დანართი 5 , ავტომატურად გენერირდება GMUS-იდან)

 

 ონლაინ  საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმული განთავსდება მოგვიანებით):

 

29 მაისი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული 

13 ივნისი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორებს:

 რუსუდან ჯობავა

 ელ-ფოსტა: jobava@rustaveli.org.ge

 ტელ: +(995 32) 2 200 220 (4022)

 თინათინ კუჭუხიძე

 ელ-ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge

 ტელ:  +(995 32) 2 200 220 (4033)

 

 ფონდი გისურვებთ წარმატებებს!