შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) - სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;

 ბ) დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვე

სტაჟირება  უნდა განხორციელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან -  30 ნოემბრის პერიოდში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ დოკუმენტებში:

 

პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს DAAD-ის ელექტრონულ პორტალზე, სადაც რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2025 წლის 25 მარტის 23:00 სთ - ბმული 

 

ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:

ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;

ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2)

გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3)

ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 26 მარტის,  17:00 საათის ჩათვლით;

 

ონლაინ  საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმული განთავსდება მოგვიანებით) : 

11 მარტი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული 

13 მარტი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული 

17 მარტი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული

19 მარტი - 11:00 საათი -შეხვედრის ბმული 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ: 

DAAD საქართველო / თბილისის რეგიონული ოფისი:

ნინო ანთაძე

თამარ ლაცაბიძე

ტელ.: 2 920 926

info@daad-georgia.org

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს:

რუსუდან ჯობავა

jobava@rustaveli.org.ge

+(995 32) 2 200 220 4022

თუთა შენგელია

shengelia@rustaveli.org.ge

+(995 32) 2 200 220 4019

 

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!