გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები
გამოვლინდა 2025 წლის ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული საკონკურსო განაცხადები.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 23 ივლისის ბრძანება N109 გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).
პროექტების შეფასება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში აიტვირთება 4 სამუშაო დღის განმავლობაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით
წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
გისურვებთ წარმატებებს!