2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2025 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 148 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 134 პროექტი.
იხილეთ 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 25 ივნისის N 87 ბრძანება.