2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შუალედური შედეგები
2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 472 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 421 პროექტი.
იხილეთ 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 12 ივნისის N 82 ბრძანება.