შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2025 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

 

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2025 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 55 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების პირველ ეტაპზე გადავიდა 38 პროექტი.

 

იხილეთ 2025 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 5 მაისის N 51 ბრძანება,   ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ N 61 ბრძანება.

ინფორმაცია კონკურსის პირველი ეტაპის, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია პრეზენტაციების განრიგის შესახებ, დაიდება ფონდის ვებგვერდზე.