2026 წლის “ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის” შედეგები
2026 წლის ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) ვადების დაცვით (2026 წლის 14 აპრილის 16:00 საათამდე) დარეგისტრირდა 73 საპროექტო განაცხადი.
ფონდის კანცელარიაში ვადების დაცვით (2026 წლის 22 აპრილის 18:00 საათამდე) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ წარმოადგინა 71 პროექტის ხელმძღვანელმა. 2 პროექტის წარმომდგენმა არ შემოიტანა განცხადება კანცელარიაში.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 62 პროექტი.
კონკურსში მონაწილე 62 პროექტი შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 27 სექტემბრის №153/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 01 ივნისის N653051 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შეფასებების ნახვა შეეძლებათ 2026 წლის 4 ივნისიდან გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!