შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2021 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა: OTG

კონკურსის მიზანი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

25 მარტი - 18 მაისი 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

25 მაისი 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მაისი-ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

ივნისი  – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივნისი-ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

აგვისტო – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

აგვისტო - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

10 მარტი, 14 აპრილი და 10 მაისი - 12:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები . კონსულტაციაზე დასასწრები ბმული

 Meeting ID: 597 735 2291

 Passcode: 470662

5 მაისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ნიმუში) -  ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  (დანართი 8 - (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის ბიუჯეტის კლასიფიკატორი 

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 13)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  (დანართი 7- GEO/ENG)
  • პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი 14 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის ბიუჯეტის კლასიფიკატორი 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე OTG@rustaveli.org.ge
  • ხშირად დასმული კითხვები 

 

კოორდინატორები:

ქეთევან გორგაძე (პროგრამული საკითხები) – 568 88 37 57, (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

თამუნა აზარიაშვილი (პროგრამული საკითხები) – 551 32 23 00 , (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

სალომე ოდიშვილი - კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში

საკონტაქტო ინფორმაცია: OTG@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!