შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსს!

კონკურსის სახელწოდება:

სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

 

კონკურსის აბრევიატურა: RIM

 

კონკურსი მიზანი:

კონკურსის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით,  სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს) მათ შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისათვის.

იხილეთ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სია 

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 6 ლოტში, ესენია:

I ლოტი – განსაკუთრებულად პრიორიტეტული კვლევებისათვის საჭირო დანადგარები, აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და მათი ცალკეული ნაწილები (150,000.00 და მეტი ლარის ღირებულების);

II ლოტი – ძვირადღირებული სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა (100,000.00-დან 149,999.00-მდე ლარის ღირებულების);

III ლოტი – სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის შევსება, უცხოური ელექტრონული ლიტერატურის ბაზებზე წვდომა (მაქსიმუმ 99,999.00 ლარის ღირებულებს);

IV ლოტი – რეაქტივები, რეაგენტები, ლაბორატორიული და საექსპერიმენტო სახარჯი მასალები (არაუმეტეს 25,000.00 ლარის ღირებულების);

V ლოტი – კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, საბიბლიოთეკო ქსელისათვის საჭირო ელექტრონული ბაზები, სკანერები, ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა, სხვა კომპიუტერული აპარატურა და  აქსესუარები (არაუმეტეს 15,000.00 ლარის ღირებულების);

VI ლოტი – ლიტერატურის შეძენა, თარგმნა, საავტორო უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს 10,000.00 ლარის ღირებულების).

 

პროექტების შეფასება:

პროექტების შეფასება განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრები :

2 ივლისი, 16:00 სთ - https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09

Meeting ID: 815 930 9443
Passcode: iZ0KLx

8 ივლისი 16:00 სთ - https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09

Meeting ID: 815 930 9443
Passcode: iZ0KLx
  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია: 7 ივლისიდან 14 ივლისის 16:00 საათამდე
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა: 16 ივლისის 16:00 საათამდე
  • კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზა, ხარვეზის დადგენა და ხარვეზის გამოსწორების ვადის განსაზღვრა: ივლისი
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ: აგვისტო
  • საკონკურსო კომისიისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორთან წარდგენა დასამტკიცებლად: აგვისტო
  • დასაფინანსებელლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: აგვისტო
  • ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება: აგვისტო-სექტემბერი

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2021 წლის 21 ივნისის № 608050 ბრძანება სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის მე-2 ქვეპროგრამის შესახებ
  • ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 30 ივნისის №92 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები:

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • პროექტის ბიუჯეტი - ნიმუში, დანართი 4 - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 5, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია, დეტალურად გაეცნოთ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2021 წლის 21 ივნისის № 608050 ბრძანება სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის მე-2 ქვეპროგრამის შესახებ,  ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 30 ივნისის №92 ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის პირობებსა და დანართებს.
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები - ონლაინ შეხვედრები;

 

იხილეთ საკონსულტაციო  პრეზენტაცია "სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი"

 

კოორდინატორი:

ხატია ანანიაშვილი 597 90-43-34

ფინანსური კონსულტანტი:

ბაგრატ რაზმაძე

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!