მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ შედეგები
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2021 წლის კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ ფარგლებში დარეგისტრირებული 22 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 11 ნამუშევარი, რომელთა ავტორებიც საკონკურსო კომისიის წინაშე დისტანციურად წარდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით.
საკონკურსო კომისიამ კონკურსის ფინალზე წარმოდგენილი 11 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 18 თებერვლის N10 ბრძანების მე-7 დანართის - კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების - შესაბამისად და გამოავლინა 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები.
გრანპრის მფლობელები გახდნენ:
დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე, ლიზა სორდია
პროექტის სახელწოდება: სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets
სკოლა: ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ:
საბა ხაბურზანია, ანი ესართია, დავით რუსია
პროექტის სახელწოდება: თერმული წყლები
სკოლა: წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია; ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი
II ადგილისა და 3 000 ლარის მფლობელები გახდნენ:
ნიკა ყუფარაძე, მარიამ პერანიძე
პროექტის სახელწოდება: YourDriveIO
სკოლა: ქ. ქუთაისის N4 საჯარო სკოლა, ქ. ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა
III ადგილისა და 2 000 ლარის მფლობელები გახდნენ:
გიორგი ფაჯიშვილი, ბარბარე კობახიძე, ირაკლი რაზმაძე
პროექტის სახელწოდება: ინფრაწითელი დიაპაზონის ოვოსკოპი
სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
საპრიზო თანხა თანაბრად განაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე.
2021 წლის კონკურის შედეგები - საინჟინრო და კვლევების მიმართულება.