შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროგრამის მიზანი: ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით (JINR DUBNA),  ჩარჩო ხელშეკრულებების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცეს მოწინავე ქართველ მეცნიერებს - ფიზიკოსებს, ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო თანამედროვე კვლევით პროექტებში და გააღრმავონ სამეცნიერო - ტექნიკური ურთიერთობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ მკვლევარები თანამშრომლობის შედეგებს გამოიყენებენ მხოლოდ არასამხედრო დანიშნულებით. აღნიშნული ცენტრების საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა ჩართვა შესაძლებელი იქნება ადამიანური რესურსების გაზიარებით, აგრეთვე CERN-ისა და  JINR-ის ცენტრებში კვლევისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე, აღჭურვილობაზე, მასალებსა და ინფრასტრუქტურაზე კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ქართველ მეცნიერთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და მათ შორის ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის, კოსმოსური სხივების ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკული ტექნოლოგიისა და კოორდინატთა გამოთვლის დარგებში, ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები. საერთაშორისო ცენტრების კვლევით პროექტებში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ინსტიტუტს - მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტუტს, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტს, ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

წლიური გადასახადები - წვდომა საერთაშორისო ბაზებზე და პროგრამებში ასოცირება