შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტ „CALIPER”-ის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება - „ქალები ინოვაციაში“

30 აპრილს, სასტუმრო რუმსის საკონფერენციო დარბაზში,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020 დაფინანსებული პროექტ „CALIPER”-ის ფარგლებში, გაიმართა  ღონისძიება - „ქალები ინოვაციაში- WinEvent“.    

ღონისძიების მიზანი გახლდათ  STEM მიმართულებებში წარმატებით მოღვაწე ინოვატორი და start-up-ერი და  ქალების წარმოჩენა გამოცდილების გაზიარების, მოტივაციის ამაღლების და მეცნიერი ქალების კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.   

WinEvent-ზე მოწვეული იყვნენ მკვლევარი ინოვატორები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან, ასევე საჯარო სექტორის, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ პროექტ „CALIPER” - ის მმართველი კომიტეტის წარმომადგენელი ნ. გაჩეჩილაძე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რ. ჯობავა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჩართულობით მიმდინარე ტვინინგის პროექტის ჯგუფის წარმომადგენლებმა ქალბატონებმა ინეს გავარანემ და კირსტენ კინზლერმა ისაუბრეს კვლევისა და ინდუსტრიის ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.

მკვლევრებმა საქართველოს ტექნიკური და კავკასიის უნივერსიტეტებიდან, გ. ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან და სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტიდან, ასევე მეწარმე სტარტაპერებმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგანტოდან წარმოადგინეს თავიანთი გამორეული ინოვაციური პროექტები სამოქალაქო ინჟინერიის, ხელოვნური ინტელექტის, მასალათმცოდნეობის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მწვანე ენერგეტიკის და სიცოხლის შემსწავლელი მეცნიერების სფეროებიდან.

მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.

სამოქალაქო ინჟინერიის სფეროდან მწვანე არქიტექტურის საინტერესო და ორიგინალური პროექტის გაცნობის შემდეგ ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მიერ გამოითქვა მზაობა პროექტში წარმოდგენილი დიზაინით ინსტიტუტის შენობის გაფორმების შესახებ, რამაც შეხვედრას პრაქტიკული ღირებულებაც შესძინა.

 

ფოტო გალერეა