შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“Twinning – ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ რიგით მეორე ვირტუალური სამუშაო შეხვედრა „პრიორიტეტების გამოვლენა: საქართველოს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განვითარება“

მიმდინარე წლის 12 თებერვალს,  პროექტის - “Twinning –მესამე კომპონენტის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე  ვირტუალური სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით: „პრიორიტეტების გამოვლენა: საქართველოს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის განვითარება“.

ვებინარში  მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რუსთაველის ფონდის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, დიასპორის, კერძო სექტორის, TWINNING პროექტის ექსპერტებმა და კომპონენტების ლიდერებმა და საქართველოში კვლევის განმახორციელებელი ინსტიტუციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმუშავეს საქართველოს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ხელშემწყობი მექანიზმების გამოვლენისა და პრიორიტეტიზაციის მიმართულებით და განიხილეს საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი გარემოს გამოწვებები და პერსპექტივები.