შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ონლაინ კონფერენცია „მეცნიერების და ბიზნესის თანამშრომლობა“

27 ნოემბერს, ევროპული პროექტების სინერგიის მიზნით, Twinning-ის (,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“) ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ ღონისძიება მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის გააქტიურების თემაზე მარია სკლადოვსკა-კიურის პროგრამის “ევროპელ მკვლევართა ღამის” პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით. აქტივობის   პირველი შეხვედრის - „ერთობლივი ძალისხმევა პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში“ მიზანია მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობების განმტკიცება,  სამართლებრივი ჩარჩო  რეგულაციების შემუშავება- გაუმჯობესება, საერთაშორისო კავშირების გაზრდა,  სამეცნიერო კომუნიკაციისა  და მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სტიმულირება. პროექტს „მეცნიერება კაპიტანია“ ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ხოლო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს პარტნიორ ბენეფიციარ ორგანიზაციას.

 შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის,  ქალბატონ  ნუნუ მიცკევიჩის მისასალმებელი  სიტყვა,   რომელიც ეხებოდა   Twinning პროექტის,  საერთაშორისო თანამშრომლობის   დიდ მნიშვნელობასა და როლს    ქართული მეცნიერების განვითარებაში, პანდემიის მიუხედავად განხორციელებულ  სხვადასხვა  აქტივობებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროექტის თანამონაწილე  ლიდერი ბატონი ჯაბა სამუშია,  საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი, Twinning პროექტის ხელმძღვანელი, ბატონი   ვოლფგანგ პოლტი (ავსტრია),  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი,  ბატონი დავით ბუჯიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,  ბატონი დავით კალატოზიშვილი, Twinning-ის რეზიდენტი მრჩეველი  ინეს გავარანე, პროექტის საერთაშორისო ექსპერტები და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი  რუსუდან ჯობავა. შეხვედრის ფარგლებში  გაიმართა  Twinning-ის ქართულ-ავსტრიულ-გერმანულ-ლატვიური კონსორციუმის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორებიცაა: საქართველო „ევროპელ მკვლევართა ღამის“ რუკაზე, სამეცნიერო კომუნიკაცია, სამეცნიერო თანამშრომლობის   მნიშვნელობა საქართველოში, იმერეთის რეგიონის  ჭკვიანი სპეციალიზაცია (Smart Specialization) და სხვა.

ღონისძიების  მოდერატორები -  რუსთაველის  სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის წარმომადგენლები: ლევან ტლაშაძე და გიორგი წოწორია.