შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გლობალური ფორუმი ხელოვნური ინტელექტის და ეთიკის საკითხებზე.

რუსთაველის ფონდი ავრცელებს ინფორმაციას , რომ 13 დეკემბერს, ქ. პრაღაში გაიმართება გლობალური ფორუმი ხელოვნური ინტელექტის და ეთიკის საკითხებზე.

ღონისძიება იმართება ჩეხეთის რესპუბლიკის ევროსაბჭოში თავმჯდომარეობის ფარგლებში, UNESCO-ს პატრონაჟით.

ღონისძიებაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის საკითხებზე UNESCO-ს 2021წ. რეკომენდაციები (https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000380455), რაც ამ მიმართულებით პირველი გლობალური ნორმატიული დოკუმენტია.

ფორუმი ითვალისწინებს, როგორც მაღალი დონის სესიების, ისე საექსპერტო დისკუსიების გამართვას. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3hIP7nI 

 

დამატებითი ინფორმაციისა და დღის წესრიგის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი და დაინტერესების შემთხვევაში მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში.

იხილეთ დანართი