იუნესკო აცხადებს კონკურსს Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation
გაცნობებთ, რომ იუნესკო, UNITRAIN-ის ახალგაზრდების კომპეტენციის განვითარების პროექტის (UNESCO YCD) ფარგლებში, მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო ათწლეულის (IDSSD) ქოლგის ქვეშ, აცხადებს კონკურსს Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation.
კონკურსი მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციურ, მდგრადი დიზაინის მქონე იდეებს.
აღნიშნული მიზნით, იუნესკო იწვევს ახალგაზრდა დიზაინერებსა და ინოვატორებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 35 წლამდე ასაკის მაქსიმუმ 5 წევრისგან შემდგარ გუნდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებს, მეცნიერებს და სხვ.
აპლიკაციების მიღების ვადა გახლავთ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერი. განაცხადები განიხილება ჟიურის მიერ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს იუნესკოს ვებსაიტზე. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ იუნესკოს სერთიფიკატებს და მათი პროექტები წარმოდგენილი იქნება როგორც ძირითადი სარეკლამო მასალები IDSSD გლობალურ ღონისძიებებსა და აქტივობებში.
იხილეთ მეტი ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ, ასევე სააპლიკაციო ფორმა. სრული ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს https://www.unesco.org/en.