შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჟან მონეს საინფორმაციო დღე

 

რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, ერასმუს+ პროგრამის ჟან მონეს საინფორმაციო დღის შესახებ , რომელიც გაიმართება 28 თებერვალს 10:00 საათზე.

ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლებას სწავლებისა და კვლევების გზით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას, კანონმდებლობას და ა.შ.  პროგრამის ერთერთი ძირითადი ამოცანაა ევროპული გამოცდილების გაზიარება  უმაღლესი განათლების სისტემაში.

ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ საშუალება, ამ დღეს გაეცნონ პროგრამის შესაძლებლობებს, მოუსმინონ და შეკითხვები დაუსვან ჟან მონეს მიმართულების ევროკომისიის კოორდინატორს, გაიზიარონ პროგრამის ქართველი ბენეფიციარების გამოცდილება და სხვა ქვეყნების პრაქტიკა.

 

რეგისტრაცია სავალდებულოა და გრძელდება 27 თებერვლამდე:

https://docs.google.com/…/1sbU3OKXa0yo4FK8XnWoypLZSrnk…/edit

ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე .