იუნესკო-იაპონიის პრიზი განათლებაში მდგრადი განვითარებისათვის
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იუნესკო- იაპონიის 2021 წლის საპრიზო კონკურსის შესახებ განათლების მდგრადი განვითარებისათვის (ESD) 50 000 აშშ დოლარის დაფინანსებით 3 ლაურეატზე.
პრიზის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს, ინსტიტუტებს და ორგანიზაციებს კონკრეტული ESD პროექტით ან პროგრამით, რომლებიც მიმდინარეობს მინიმუმ 4 წელია.
პრიზისათვის შეირჩევიან იუნესკოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და იუნესკოს ოფიციალური პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე წარდგენილი ნომინანტები.
გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციასა და კრიტერიუმებს და დაინტერესების შემთხვევაში წარმოადგინოთ პრიზზე წარსადგენი ნომინაციების ელექტრონული ვერსიები word-ის დოკუმენტის ფორმატში 2021 წლის 23 აპრილამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: alukava@mes.gov.ge.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: