შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “Horizon 2020”-ის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, EaP Plus -ის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდის შესახებ. კონკურსის ფარგლებში, შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ საშუამავლო ღონისძიებებისა (ე.წ. brokerage events) და Horizon 2020-ის კონკურსებში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში.  

საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. SPIRE-ის კონკურსებს და, შესაბამისად, აღნიშნული კონკურსების შესახებ საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობას.

SPIRE-ის მიმართულების კონკურსები იხილეთ ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამაში

 

იხილეთ  EaP Plus საგრანტო კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი.

დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და სასურველია, განაცხადის ფორმა გაგზავნილ იქნეს ღონისძიებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადები ელექტრონულად უნდა გაუგზავნოთ პროგრამის კოორდინატორებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

ასევე, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს ფონდში:

მარიამ ქებურია: keburia@rustaveli.org.ge

თამთა შკუბულიანი:  tshkubuliani@rustaveli.org.ge

გიორგი წოწორია:  tsotsoria@rustaveli.org.ge

  

EaP Plus პროექტის მხრიდან  ჩართულ საერთაშორისო ექსპერტს მარგიტ დევიდს

(Regional Centre for Information and Scientific Development, RCISD) E-mail: margit.david@rcisd.eu