„L'Oréal-UNESCO For Women in Science“ — 2027 წლის საერთაშორისო ჯილდო
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო ჯილდოს — L'Oréal-UNESCO For Women in Science - ის შესახებ, რომლის მიზანია ფიზიკის მეცნიერებებში, მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში მოღვაწე გამორჩეული ქალი მეცნიერების გამოვლენა და მხარდაჭერა.
2027 წლის პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ხუთი ლაურეატი, რომელთაგან თითოეული დაჯილდოვდება 100,000 ევროს ოდენობის პრემიით.
ნომინაციების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმის საშუალებით:
L'Oréal-UNESCO For Women in Science – განაცხადის პლატფორმა
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა — 2026 წლის 30 ივნისი.
კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პლატფორმაზე და ატვირთონ ყველა საჭირო დოკუმენტი.
პროგრამის პირობებისა და განაცხადის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.