შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარი ,,ჰორიზონტი 2020“ - ის ,,მწვანე შეთანხმების’’ ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის  მიერ ორგანიზებული ვირტუალური ტრენინგების შესახებ.

ევროკომისიის საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისი იწვევს მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ,,ჰორიზონტი 2020“ -ის მწვანე შეთანხმების ფარგლებში განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად. ევროპის კომისია ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების – აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმატებულ მონაწილეობას ევროკავშირის ჩარჩო და ევროპის სამეცნიერო–კვლევითი სივრცის (European Research Area (ERA)) პროგრამებში. აღნიშნული ღონისძება წარმოადგენს მკვლევარებსა და ინოვაციების მიმართულებაში ჩართულ პირებს მხარდაჭერის მექანიზმს ჰორიზონტი 2020-სა (Horizon 2020)  (ბოლო კონკურსი) და ევროპის ჰორიზონტისათვის (Horizon Europe) განაცხადებების მომზადებაში, კონკრეტულად კი ევროპული მწვანე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მე-2 და მე-3 სესიებზე განხილული იქნება უფრო დეტალური ინფორმაცია და განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული ზოგადი ასპექტები. ღონისძიების მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაციას, ბმულებს სხვა შესაბამისი ღონისძიებების, საინფორმაციო წყაროებისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობების შესახებ.

მე - 2 სესია გაიმართება 2020 წლის 2 ოქტომბერს, 10 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით)

მე - 3  სესია გაიმართება 8 ოქტომბერს, 1 საათზე საათზე (ცენტრალური ევროპის დროით)

აღნიშნულ სესიებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებსაიტებზე: .

მე - 2 სესია:  https://secure.pt-dlr.de/pt-conference/conference/Green_Deal_2  

მე - 3 სესია : https://secure.pt-dlr.de/pt-conference/conference/Green_Deal_3