შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ახალგაზრდა ლიდერების პროგრამა (YLP) – განაცხადების მიღება

საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი (ISTC) აცხადებს კანდიდატთა ნომინაციების მიღებას „ახალგაზრდა ლიდერების პროგრამაში“ (Young Leaders Program – YLP) მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება „მეცნიერება და ტექნოლოგია საზოგადოებისათვის“ ფორუმის (STS forum) 23-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში.

ღონისძიება ჩატარდება 2026 წლის 3–6 ოქტომბერს, იაპონიაში, კიოტოში.

STS ფორუმი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც 2004 წელს დაარსდა და აერთიანებს პოლიტიკის შემმუშავებლებს, აკადემიური წრეებისა და ინდუსტრიის ლიდერებს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში არსებული გლობალური გამოწვევების განხილვის მიზნით.

მიმდინარე წელს ISTC უზრუნველყოფს ორი ახალგაზრდა ლიდერის დაფინანსებას — ერთი კანდიდატი შეირჩევა საქართველოდან, ხოლო ერთი ყაზახეთიდან.

პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალოდ იურთიერთონ ნობელის პრემიის ლაურეატებთან, წამყვან მეცნიერებთან და საერთაშორისო ლიდერებთან, მიიღონ ღირებული გამოცდილება და გააფართოონ პროფესიული ქსელი.

 

მონაწილეობის პირობები

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფლობდეს ინგლისურ ენაზე ეფექტიანი კომუნიკაციის უნარს
  • ჰქონდეს ლიდერული გამოცდილება კვლევის, ბიზნესის ან ინოვაციების სფეროში
  • იყოს არაუმეტეს 40 წლის (2026 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით)
  • ფლობდეს PhD, MD ან შესაბამის აკადემიურ ხარისხს (არ ვრცელდება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებზე)
  • არ ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული STS ფორუმის Future/Young Leaders პროგრამაში წინა წლებში
  • შეძლოს პროგრამის სრულად დასწრება (3–6 ოქტომბერი, 2026)

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV (დადგენილი შაბლონის მიხედვით)
  • ესე (A4 ფორმატი, თითო თემაზე მაქსიმუმ 500 სიტყვა)

ესეს თემები:

  1. რატომ არის მეცნიერება და ტექნოლოგია მნიშვნელოვანი მდგრადი მომავლისთვის თანამედროვე, გარდამავალ სამყაროში? (In this world of transition and turmoil, why do science and technology matter for a sustainable future?)
  2. აღწერეთ თქვენი კვლევის მიმართულება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხედვა. როგორ შეუწყობს ხელს STS ფორუმში მონაწილეობა თქვენი პროფესიული ქსელის გაფართოებას? ( Please describe your research topic and your networking plan for your ongoing or future collaborative research initiatives with international partners, including those in Japan. How will participation in the STS Forum serve your networking plan?)

განაცხადების მიღების ვადა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 12 მაისი, 17:00 (UTC+5)

დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე: khomeriki@istc.int


დამატებითი ინფორმაცია

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: turekulova@istc.int