შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“ პრემიერა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას , რომ 12 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“ პრემიერა.

დოკუმენტური ფილმი გადაღებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოში მიმდინარე მზის კვლევებს, ქართველი ასტორიფიზიკოსების აღმოჩენებსა და მიღწევებს. 

ფილმის ავტორია ნინო ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით.

დრო: 12 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.

დასწრება თავისუფალია.

ფილმის ტრეილერი: