ანონსი - გამოცხადდება ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1 მარტს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოაცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.
კონკურსის აბრევიატურა:
GFI
კონკურსის მიზანი:
ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;
ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური
2024 წლის 1 მარტს, ოფიციალურად დაიდება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და ფორმები.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კონკურსის გამოცხადებისას.
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!