ანონსი - გამოცხადდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი “Rustaveli – DAAD” - ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი
2024 წლის 27 თებერვალს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოაცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი “Rustaveli – DAAD” - ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა);
ბ) დოქტორანტებისთვის;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის.
საპროექტო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;
2024 წლის 27 თებერვალს დაიდება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და ფორმები.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება კონკურსის გამოცხადებისას.
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!