შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Black Sea Horizon გრანტი შავი ზღვის ქვეყნების მეცნიერების მოსამზადებელ შეხვედრებსა და საშუამავლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის

Black Sea Horizon გრანტი ითვალისწინებს ადგილობრივი მკვლევრების ფინანსურ დახმარებას Horizon2020 პროექტების მოსამზადებელ შეხვედრებსა და საშუამავლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის. ეს ღონისძიებები შესაძლებლობას აძლევს მეცნიერებს, ჩამოაყალიბონ მეცნიერების საერთაშორისო ქსელი, ურთიერთობა დაამყარონ ევროკავშირის კონსორციუმის წევრ მეცნიერებთან და საფუძველი ჩაუყარონ მომავალ თანამშრომლობას.

პროექტის თემატური პრიორიტეტებია:

  • მდგრადი სოფლის მეურნეობა;
  • წყლის რესურსების ეფექტური გამოყენება/წყლის მართვა;
  • გამოყენებითი ქიმია & smart materials;
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი  - 1000 EUR

საკონკურსო განაცხადის შეტანის ბოლო ვადა - 30 ივნისი, 2017

საკონკურსო განაცხადის შემომტანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • კვლევითი ორგანიზაციის, უნივერსიტეტის, ინსტიტუტის, ორგანიზაციათა ქსელის ან კვლევის სექტორში მოღვაწე SME-კომპანიის თანამშრომელი/წევრი;
  • მოღვაწეობს BSH პარტნიორ ქვეყანაში;
  • აქვს დოქტორის ხარისხი და მინიმუმ სამი წლის გამოცდილება კვლევაში;
  • იკვლევს პროექტის თემატური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთს;
  • მაღალ დონეზე ფლობს ინგლისურ ენას;
  • აქვს საერთაშორისო გამოცდილება და კონტაქტი საერთაშორისო მეცნიერულ საზოგადოებთან;
  • დაინტერესებულია Horizon2020-ის პროექტებში მონაწილეობით.

საკონტაქტო პირები: Zita Buday - zita.buday@rcisd.eu, ირაკლი გრძელიშვილი - grdzelishvili@rustaveli.org.ge, ოლეგ შატბერაშვილი - shatberashvilioleg@gmail.com 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს