შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

BSH - Horizon 2020 საზაფხულო სკოლა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - Black Sea Horizon ფარგლებში, სომხეთის მეცნიერებათა აკადემია  დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს კონკურსს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებების მიმართულებით  Horizon 2020 საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო სკოლა ჩატარდება სომხეთში, ქ. ერევანში მიმდინარე წლის 10 - 12 ივლისს. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდა მეცნიერთა  ინფორმირებას და მომზადებას პროგრამა ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობისა და მომდევნო კონკურსების შესახებ.

 მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები:

  • მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, თურქეთის, რუსეთის ან უკრაინის მოქალაქე;
  • ახალგაზრდა მკვლევარი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;
  • ჰქონდეს ,,ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსის შესახებ იდეა/ ემზადებოდეს საპროექტო წინადადების წარსადგენად (H2020 Societal Challenge 6 WP 2018-2020 (SC6-Europe in a changing world – inclusive, innovative and reflective Societies)
  • ჰქონდეს საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას.

 დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 12 მაისამდე. ელექტრონული აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.123contactform.com/form-2597126/Event-Registration-Form

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენაა ინგლისური.

იხილეთ სავარაუდო პოგრამა.

 დაწვრილებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის შესახებ ხელმისაწვდომია სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე.