შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Clarivate Analytics აცხადებს ვებინარებს

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომპანია “Clarivate Analytics” მიმდინარე წლის 23-27 აპრილს ატარებს ყოველთვიურ ვებინარებს, სადაც კონსორციუმის წევრი ინსტიტუციები გაეცნობიან, თუ როგორ გამოიყენონ მოპოვებული რესურსები სამეცნიერო-კვლევითი, საპატენტო, საგანმანათლებლო აქტივობებისთვის. ასევე, გაეცნონ პლატფორმა Web of Science-ის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის მომსახურებებს Publons (ინსტრუმენტი გამომცემლებისა და რედაქტორებისთვის) და Kopernio (სრული ტექსტების საძიებო სისტემა).

ვებინარებში მონაწილეობის მიღება უფასოა და გაიმართება 3 ნაწილად, მათ შორის, I ნაწილი ჩატარდება ორჯერ. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა. მონაწილეებს, რომლებიც მოისმენენ მინიმუმ 1 სემინარს, გადაეცემათ სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.